კორსაკოვის ფსიქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კორსაკოვის ფსიქოზი“ გადაიტანა გვერდზე „[[ალკოჰოლური ამნეზიური ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალკოჰოლური ამნეზიური აშლილობა“ გადაიტანა გვერდზე „[[კორსაკოვის...) |
11:50, 12 ივლისი 2018-ის ვერსია
კორსაკოვის ფსიქოზი - (Korsakov psychosis) სინდრომი ხასიათდება მეხსიერების მნიშვნელოვანი და მყარი დაქვეითებით. იგი აერთიანებს უახლეს მოვლენებზე მეხსიერების გამოხატულ დარღვევას, დროში ორიენტაციის დარღვევას და კონფაბულაციებს. სინდრომი აღენიშნებათ ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის (განსაკუთრებით, delirium tremens-ის ანუ თეთრი ცხელების) გადატანის შემდეგ ან, უფრო იშვიათად, ვითარდება ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თან ახლავს პერიფერიული ნევრიტები და შესაძლოა შერწყმული იყოს ვერნიკეს ენცეფალოპათიასთან. პირველად კორსაკოვმა აღწერა 1889 წელს.
სინონიმი:
- ალკოჰოლური ამნეზიური სინდრომი;
- ფსიქოზი (სინდრომი);
- ვერნიკე-კორსაკოვის.