ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბოდვა''' - (delusion) მცდარი, არაკორეგირებადი რწმენა ან მსჯელობა, რო...) |
14:01, 13 ივლისი 2018-ის ვერსია
ბოდვა - (delusion) მცდარი, არაკორეგირებადი რწმენა ან მსჯელობა, რომელიც შეუსაბამოა რეალობასთან, ასევე სოციალურ გარემოში საყოველთაოდ მიღებულ რწმენებთან და კულტურულ ნორმებთან.
პირველადი ბოდვა შეუძლებელია აიხსნას ინდივიდის ცხოვრებისეული ისტორიის და მისი პიროვნული თავისებურებების პოზიციიდან;
მეორადი ბოდვა ფსიქოლოგიურად გასაგებია და აღმოცენდება ფსიქიკის პათოლოგიური ან სხვა მდგომარეობის გამო, მაგ., აფექტური აშლილობისას ან ეჭვიანობისას.
განსხვავება ბოდვით და ბოდვისმაგვარ აზრებს შორის აღწერეს Birnbaum-მა (1908) და Jaspers-მა (1913). ბოდვისმაგვარი აზრები წარმოადგენს უბრალოდ მცდარ დასკვნებს, რომლებსაც პაციენტი ჯიუტად იცავს.