ორაკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ორაკული''' – ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიან...) |
04:51, 1 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ორაკული – ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ორაკული ეწოდებოდა როგორც თავად მისნობას, ასევე იმ ადგილს, სადაც წინასწარმეტყველებდა მისანი. დელფოში ღვთაებრივ ნებას განაცხადებდა პითია, დოდონეში – წმინდა მუხის ხის ფოთოლთა შრიალი და ა.შ. ნამისნევს განმარტავდნენ ქურუმები. მოგვიანებით ორაკული ეწოდა აგრეთვე მისან ღვთაებასაც და ქურუმსაც.