სინდრომი დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის
(ახალი გვერდი: '''სინდრომი, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის''' - (F48.1) (depersonalization/ derealiz...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სინდრომი დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის“ გადაიტანა გვერდზე „[[...) |
10:08, 24 ივლისი 2018-ის ვერსია
სინდრომი, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის - (F48.1) (depersonalization/ derealization syndrome), იშვიათი აშლილობა, რომლის დროსაც ინდივიდი სპონტანურად ადგენს ჩივილებს, რომ მისი გონებრივი აქტივობა, სხეული და გარემო თვისობრივად შეცვლილია და იგი არარეალური, შორეული და ავტომატიზირებულია.
სინდრომის მრავალრიცხოვანი გამოვლინებებიდან: პაციენტები უმეტესად უჩივიან საკუთარი აზრების, სხეულის ან რეალური სამყაროს მიმართ ემოციურ გაღიზიანებას და გაუცხოების ან დაშორების გრძნობას. განცდათა დრამატულობის მიუხედავად, პაციენტს გაცნობიერებული აქვს სუბიექტურად აღქმული ცვლილებების არარეალურობა.
ამ აშლილობისას გრძნობათა ორგანოების ფუნქციები ნორმალურია, ემოციური გამოხატვის უნარიც შეულახავია. დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციის სიმპტომებმა შესაძლებელია თავი იჩინოს შიზოფრენიულ, დეპრესიულ, ფობიურ ან ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობებში.