ბახუჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბახუჭ-ი''' ''(დიდ. БакъучI)'' – მაჯლაჯუნა დემონი დიდოური რწმენა-წა...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:დიდოური მითები]] | [[კატეგორია:დიდოური მითები]] | ||
[[კატეგორია:დემონები]] | [[კატეგორია:დემონები]] | ||
| − | [[კატეგორია:ანთროპომორფული | + | [[კატეგორია:ანთროპომორფული არსებები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:14, 27 ივლისი 2018 მდგომარეობით
ბახუჭ-ი (დიდ. БакъучI) – მაჯლაჯუნა დემონი დიდოური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; არის შავი ფერის ბანჯგვლიანი ანთროპომორფული არსება, რომელსაც თავზე პატარა მრგვალი უჩინმაჩინის ქუდი ხურავს; ღამით საცხოვრებელში ნებისმიერი ხვრელიდან შედის, ქუდს კარის ზღურბლთან ტოვებს და აწვება მძინარე ადამიანს, რომელიც ღვთისმოსაობითა და კეთილშობილებით გამოირჩევა, და მის გაგუდვას ლამობს. ამ დროს საკმარისია გაინძრე ან რაიმე ხმა გამოსცე, რომ ავსული მაშინათვე გარბის. თუ ვინმემ შეძლო ბაჴუჭის ქუდის მოხელთება, მაჯლაჯუნა ხილული და სურვილების ამხდენი ხდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
М. Р. Сефербеков, М. А. Магомедов. Из мифологии, фольклора и обрядовой культуры дидойцев: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. Т. 7. № 1(27), 2016.