ესქილე
(ახალი გვერდი: '''ესქილე''' - (ძვ. წ. 525 - ძვ. წ.456/5) ძველი ბერძენი დრამატურგი. ==== ბიოგრ...) |
(→ბიოგრაფია) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა. | 470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა. | ||
| − | ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. | + | ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინაარმდეგებოდა მისი უფლებების შეზრუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან. |
| − | ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტის გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ ასაფლავია ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ | + | ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტის გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ ასაფლავია ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს". |
==== ტრაგედიები ==== | ==== ტრაგედიები ==== | ||
15:32, 5 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ესქილე - (ძვ. წ. 525 - ძვ. წ.456/5) ძველი ბერძენი დრამატურგი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
ესქლე დეიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის, სალამინისა და პლატეის ბრძოლებში.
ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.
470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.
ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინაარმდეგებოდა მისი უფლებების შეზრუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.
ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტის გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ ასაფლავია ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს".
ტრაგედიები
ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:
- "სპარსელები";
- "მიჯაჭვული პრომეთე";
- "შვიდნი თებეს წინააღმდეგ",
- "მავედრებელი ქალები";
- "აგამემნონი";
- "ქოეფორები";
- "ევმენიდები
ესქილეს ტრაგედიები თავისი კომპოზიციით და არქიტექტონიკით ერთნაირი არ არის. მის ტრაგედიებში შეგვიძლია ვიპოვოტ ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ ლირიკის წიაღიდან გამოსული არ არის. ამის ნათელი მაგალითია ტრაგედია "მავედრებელი ქალები.
მავედრებელი ქალები
ესქილეს ამ ტრაგედიას საფუძვლად დაედო არგოსის მითი. ესქილეს ეს ტრაგედია ასახავს ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც საგუნდო პარტიები ტრაგედიის მთავარ ნაწილს შეადგენენ. ტრაგედიაში 1078 ტაეპიდან 650 დანაიდების გუნდის სიმღერაა.
ორესტეა
ესქილეს სამი ტრაგედია "აგამემნონი, ქოეფორები" და "ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - "ორესტეა". "ორესტეა" ერთადეტთი ბერძნული ტრილოგიაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
სპარსელები
ესქილეს ტრაგედია "სპარსელები" ერთადერთია ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ტრაგედიებიდან, რომელიც ისტორიულ სიუჟეტზეა აგეული და არა მითოლოგიურზე.
შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ
ესქილეს ტრაგედიაში "შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ" მოთხრობილია თებეს წინააღმდეგ არგოსელთა ლაშქრობის შესახებ. პოლინიკეს, რომელიც ძმეს ეცილება სამეფო ტახტს, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ საბრძოლველად წამოუსხამს უცხოელთა ჯარი. ბრძოლა არსგოსელების დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ამ ბრძოლაში ორივე ძმა იღუპება.
მიჯაჭვული პრომეთე
ესქილეს დამსახურება
მეტად მნიშვნელოვანია ესქილეს დამსახურება ბერძნული ტრაგედიის განვითარების საქმეში:
ესქილემ პირველმა შექმნა ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის განკუთვნილი ნაწილების შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათმელის განვითრებით. (არისტოტელე, პოეტიკა).
ესქილემ ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
წყარო
- ყაუხჩიშვილი, სიმონ, ანტიკური ლიტერატურის ისტორია.