ხასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხასა''' ''(ადიღ.Хасэ – „კრება, საბჭო“)'' – ძირითადი სათათბირო ორგა...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:32, 30 ივლისი 2018 მდგომარეობით

ხასა (ადიღ.Хасэ – „კრება, საბჭო“) – ძირითადი სათათბირო ორგანო, სადაც, ადიღური ნართული ეპოსის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი საკითხები წყდება. ხასაზე იხილება სოციალური, სამხედრო, ყოფითი პრობლემები, სრულდება სხვადასხვა რიტუალები. ხასა, როგორც წესი, ღია ცისქვეშ იმართება, მაგრამ, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ნართები სათათბიროდ სპეციალურ ნაგებობაში – „ხასას სახლში“ (хэсэун) იკრიბებიან (Нартхэр, VII, 1971).

მართალია, ხასა სოსრუყოს ციკლშიც იხსენიება, მაგრამ იგი უფრო ხშირად „უმცროსი“ ნართების შესახებ თქმულებებში გვხვდება. ტერმინის წარმომავლობა, მიუხედავად მისი ეტიმოლოგიზირების არაერთი ცდისა, საბოლოოდ დაუდგენელია.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები