ესქილე
(→ორესტეა) |
|||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
==== ორესტეა ==== | ==== ორესტეა ==== | ||
| − | ესქილეს სამი ტრაგედია "აგამემნონი, ქოეფორები" და "ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - "ორესტეა". "ორესტეა" ბერძნული დრამიდან ჩვენამდე | + | ესქილეს სამი ტრაგედია "აგამემნონი, ქოეფორები" და "ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - "ორესტეა". "ორესტეა" ბერძნული დრამიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ტრილოგიაა. |
==== ესქილეს როლი დრამატურგიაში ==== | ==== ესქილეს როლი დრამატურგიაში ==== | ||
13:37, 6 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ესქილე - (ძვ. წ. 525 - ძვ. წ.456/5) ძველი ბერძენი დრამატურგი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
ესქლე დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის, სალამინისა და პლატეის ბრძოლებში.
ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.
470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.
ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.
ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს".
ტრაგედიები
დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:
- "სპარსელები";
- "მიჯაჭვული პრომეთე";
- "შვიდნი თებეს წინააღმდეგ",
- "მავედრებელი ქალები";
- "აგამემნონი";
- "ქოეფორები";
- "ევმენიდები
ესქილეს ტრაგედიები თავისი კომპოზიციით და არქიტექტონიკით ერთნაირი არ არის. ზოგიერთი მათგანი ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ლირიკის წიაღიდან. მაგ."მავედრებელი ქალები".
ორესტეა
ესქილეს სამი ტრაგედია "აგამემნონი, ქოეფორები" და "ევმენიდები" წარმოადგენს ერთ ტრილოგიას სახელწოდებით - "ორესტეა". "ორესტეა" ბერძნული დრამიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ტრილოგიაა.
ესქილეს როლი დრამატურგიაში
მეტად მნიშვნელოვანია ესქილეს დამსახურება ბერძნული ტრაგედიის განვითარების საქმეში: ესქილემ ტრაგედიაში პირველმა შემოიყვანა ორი მსახიობი.
მან პირველმა შექმნა ნამდვილი ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი ნაწილის შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათქმელის განვითარებით (არისტოტელე, პოეტიკა, თავი IV). მანვე ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ ასახა ტრაგედიის განვითარების ის საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი იყო თავის საწყისს, საგუნდო სიმღერას: მის ადრინდელ ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი, ვიდრე დრამატიზმი.
წყარო
- ყაუხჩიშვილი, სიმონ, ანტიკური ლიტერატურის ისტორია.