მა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მა''' – მცირეაზიული ღვთაება, ღმერთების დედა. მშვიდობიანობის ...) |
14:51, 6 სექტემბერი 2016-ის ვერსია
მა – მცირეაზიული ღვთაება, ღმერთების დედა. მშვიდობიანობის დროს ითვლებოდა ნაყოფთა აღმომცენებელ, ხოლო ომიანობის ჟამს – სიკვდილის მომტან ქალღმერთად.
მას თაყვანს სცემდნენ კუნძულ კრეტაზე ვითარცა ზევსის დედასა და მეუღლეს. მისი კულტი ენათესავებოდა კიბელეს კულტს და გამოირჩეოდა შეუზღუდავი ორგიასტულობით. რომში ამ ღვთაების თაყვანისცემა დაიწყეს ძვ.წ. I საუკუნიდან და ხშირად აიგივებდნენ ბელონასთან.