სინდრომი რეტის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სინდრომი რეტის''' - (F84.2), (Rett syndrome), დღემდე ეს დაავადება, მხოლოდ გოგ...)

15:38, 31 ივლისი 2018-ის ვერსია

სინდრომი რეტის - (F84.2), (Rett syndrome), დღემდე ეს დაავადება, მხოლოდ გოგონებში რეგისტრირდება. ნორმალური ადრეული განვითარების შემდეგ აღინიშნება; მეტყველების, ლოკომოციის და ხელების ხმარების უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და, აგრეთვე, თავის ზრდის შენელება. დაავადება ჩვეულებრივ 7–24 თვის ასაკში იწყება.

დამახასიათებელია: ხელების, მიზანმიმართული მოძრაობის დარღვევა; ხელების დაბანის ან ჩამორთმევის ტიპის მოძრაობითი სტერეოტიპები და ჰიპერვენტილაცია. გამოხატულია სოციალურ განვითარებაში ჩამორჩენა, იზღუდება თამაშის უნარი, მაგრამ სოციალური ინტერესები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია. 4 წლის ასაკისთვის ვითარდება სხეულის ატაქსია და აპრაქსია, შემდეგ კი ქორეოათეტოიდური მოძრაობებიც ჩნდება. თითქმის ყოველთვის ვითარდება მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები