ციკლოიდური ფსიქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ციკლოიდური ფსიქოზი''' - (cycloid psychosis), მწვავე ფსიქოზური აშლილობა, რ...)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
[[კატეგორია:აშლილობა]]
+
[[კატეგორია:ფსიქოზური აშლილობა]]

15:08, 3 აგვისტო 2018-ის ვერსია

ციკლოიდური ფსიქოზი - (cycloid psychosis), მწვავე ფსიქოზური აშლილობა, რომელიც შედარებით ხანმოკლე (2-4 კვირა) ფსიქომოტორული აღგზნებით ან შეკავებით, ან ორივეს მონაცვლეობით ხასიათდება მას ხშირად თან სდევს ემოციური არამდგრადობა, არეულობა, წარმავალი ხასიათის ბოდვითი დარღვევები.

ძალიან რთულია ამ აშლილობას რაიმე მაპროვოცირებელი მოვლენა მიუსადაგო, დამახასიათებელია სრული გამოჯანმრთელება რეზიდუალური სიმპტომების გარეშე, მაგრამ აგრეთვე უნდა აღინიშნოს ეპიზოდების განმეორებისკენ მიმართული ტენდენციები.

ეს ცნება Kleist-მა (1879-1960) შემოიღო. იგი ორ ფორმას გამოყოფდა: „მოძრაობითი ფსიქოზი“ და „არეული ფსიქოზი“. შემდგომში Leonhard-მა (1904-1988) ამ ჯგუფში შემოიტანა მესამე ცნება „ბედნიერების შიშის ფსიქოზი“.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები