აფაზია ვერნიკეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:აფაზია]] | [[კატეგორია:აფაზია]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:მეტყველების აშლილობა]] |
15:05, 17 აგვისტო 2018-ის ვერსია
აფაზია ვერნიკეს - (Wernicke aphasia), ზეპირმეტყველების ან წერილობითი მასალის გაგების და, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია – ობიექტების ან მათი თვისებების დასახელების შეუძლებლობა. კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები მეორადად ირღვევა.
აშლილობა, ჩვეულებრივ, სისხლძარღვოვანი გენეზისაა და დაზიანება ლოკალიზებულია დომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის პირველი ხვეულის ქერქში. ბავშვებში მსგავსი დარღვევა შესაძლოა განვითარების სპეციფიკური აშლილობა (F80.2) იყოს.