შეძენილი აფაზია ეპილეფსიით
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შეძენილი აფაზია ეპილეფსიით“ გადაიტანა გვერდზე „[[ლანდაუ-კლეფნე...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:აფაზია]] | [[კატეგორია:აფაზია]] | ||
| + | [[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | ||
16:43, 21 აგვისტო 2018-ის ვერსია
შეძენილი აფაზია ეპილეფსიით - (ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი) - (F80.3), (acquird aphasia with epilepsy (Landau-Kleffner syndrome), აშლილობა, როდესაც ბავშვი, რომელსაც აქამდე მეტყველება ნორმალურად უვითარდებოდა, კარგავს, როგორც რეცეპციული, ასევე ექსპრესიული მეტყველების ჩვევებს, მაგრამ ინტელექტის დაზიანების გარეშე.
ამ დაავადების დასაწყისს თან სდევს პაროქსიზმული აქტივობა ეეგ-ს დონეზე და, ხშირ შემთხვევაში, ეპილეფსიური შეტევები. ჩვეულებრივ, დაავადება იწყება 3-დან 7 წლამდე და უნარ-ჩვევების დაკარგვა ხდება რამდენიმე დღეში ან კვირაში. შეტევების დაწყებასა და მეტყველების დაკარგვას შორის დროში შესაძლოა სხვაობაც იყოს – ერთი შეიძლება წინ უძღოდეს მეორეს (ნებისმიერი თანმიმდევრობით) და ამ მოვლენებს ზოგჯერ დროის გარკვეული პერიოდი ყოფს – თვიდან ერთ წლამდე. კლინიკური თავისებურებანი შეიძლება მიუთითებდნენ ანთებითი ენცეფალური პროცესის ეტიოლოგიაზე.