სამება (მაზაჩოს ფრესკა)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Sameba.jpg|200px|thumb|მაზაჩო. სამება. სანტა მარია ნოველი. ფრესკა 667х317 სმ]] | [[ფაილი:Sameba.jpg|200px|thumb|მაზაჩო. სამება. სანტა მარია ნოველი. ფრესკა 667х317 სმ]] | ||
| − | '''სამება''' - სანტა მარია ნოველის [[ეკლესია|ეკლესიაში]] (ფლორენცია) იტალიელი მხატვრის, [[მაზაჩო|მაზაჩოს]] მიერ შესრულებული ფრესკა. 667х317 სმ. (1426-28წ.) | + | '''სამება''' - სანტა მარია ნოველის [[ეკლესია|ეკლესიაში]] (ფლორენცია) იტალიელი მხატვრის, [[მაზაჩო|მაზაჩოს]] მიერ შესრულებული [[ფრესკა]]. 667х317 სმ. (1426-28წ.) |
| − | მაზაჩოს ფრესკა | + | მაზაჩოს ფრესკა „[[სამება]]“ ფერწერის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომლის კომპოზიციაშიც მხატვარმა ხაზობრივი პერსპექტივის კანონები გამოიყენა და სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია შექმნა. |
ფრესკის არქიტექტურული ჩარჩო ბრუნელესკის ძლიერ ზეგავლენას განიცდის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ბრუნელესკი თავად იღებდა მონაწილეობას ფრესკის შექმნაში. | ფრესკის არქიტექტურული ჩარჩო ბრუნელესკის ძლიერ ზეგავლენას განიცდის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ბრუნელესკი თავად იღებდა მონაწილეობას ფრესკის შექმნაში. | ||
====სამების სახეები ფერწერაში==== | ====სამების სახეები ფერწერაში==== | ||
| − | ქრისტიანული დოგმატის მიხედვით ღმერთი თავისი არსით ერთია, თუმცა, სამსახოვანია (სამპიროვანი) - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. სამების დოგმატის ფორმულირება მოხდა არიანელობის მიმდევრებთან კამათის პერიოდშიმ ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე 325 წელს. ერთიანი ღმერთის სამპიროვნების თეორია დაასაბუთა ავგუსტინემ თავის ტრაქტატში „De Trinitate“ (ლათ. - „სამების შესახებ“). | + | [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[დოგმატი|დოგმატის]] მიხედვით [[ღმერთი]] თავისი არსით ერთია, თუმცა, სამსახოვანია (სამპიროვანი) - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. სამების დოგმატის ფორმულირება მოხდა [[არიანელობა|არიანელობის]] მიმდევრებთან კამათის პერიოდშიმ ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე 325 წელს. ერთიანი ღმერთის სამპიროვნების თეორია დაასაბუთა ავგუსტინემ თავის ტრაქტატში „De Trinitate“ (ლათ. - „სამების შესახებ“). |
| − | ადრეული შუა საუკუნეების რელიგიურ ხელოვნებაში მამა ღმერთის სახეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. რაც იმით აიხსნება, რომ ეკლესია კრძლავდა სამების პირველი პირის გამოსახვას, ღმერთი უჩინარი და შეუცნობელი იყო. | + | ადრეული შუა საუკუნეების რელიგიურ ხელოვნებაში მამა ღმერთის სახეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. რაც იმით აიხსნება, რომ [[ეკლესია]] კრძლავდა სამების პირველი პირის გამოსახვას, ღმერთი უჩინარი და შეუცნობელი იყო. |
იმ პერიოდში სამებას გამოსახავდნენ [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=15718 იდეოგრამის] საშუალებით - მაგალითად, სამი შეერთებული წრის ან სამყურის სახით. ასეთი ფიგურები იმდროინდელი ეკლესიის ვიტრაჟებზე გვხვდება. | იმ პერიოდში სამებას გამოსახავდნენ [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=15718 იდეოგრამის] საშუალებით - მაგალითად, სამი შეერთებული წრის ან სამყურის სახით. ასეთი ფიგურები იმდროინდელი ეკლესიის ვიტრაჟებზე გვხვდება. | ||
| − | იშვიათად გვხვდება სამებას გამოსახულება რომლის მიხევით იესო ქრისტე მამა ღმერთის მარჯვნივ ზის. სამების პირველ და მეორე პირებს სამეფო სამოსელი აცვიათ და გვერდიგვერდ სხედან. მამა ღმერთს ხელში უჭირავს სკიპტრა და შესაძლოა ფეხებით სფეროს ეყრდნობოდეს. მათ შორის ჰაერში მტრედი ლივლივებს. | + | იშვიათად გვხვდება სამებას გამოსახულება რომლის მიხევით [[იესო ქრისტე]] მამა ღმერთის მარჯვნივ ზის. სამების პირველ და მეორე პირებს სამეფო სამოსელი აცვიათ და გვერდიგვერდ სხედან. მამა ღმერთს ხელში უჭირავს სკიპტრა და შესაძლოა ფეხებით სფეროს ეყრდნობოდეს. მათ შორის ჰაერში მტრედი ლივლივებს. |
| − | სამების კიდევ ერთი, ნაკლებად გავრცელებული ვარიანტი გვხვდება XV საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერაში. მამა ღმერთი ზის ტახტზე და ხელით ქრისტეს უსულო სხეული უჭირავს. | + | სამების კიდევ ერთი, ნაკლებად გავრცელებული ვარიანტი გვხვდება XV საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერაში. მამა ღმერთი ზის ტახტზე და ხელით [[ქრისტე|ქრისტეს]] უსულო სხეული უჭირავს. |
კლასიკური სამების გამოსახულება პირველად XII საუკუნის ჩრდილოეთ იტალიელი მხატვრების ნაწარმოებებში გაჩნდა. მამა ღმერთი გამოსახავდნენ მოხუცის სახით, შესაძლოა, გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით, ზოგჯერ სამკუთხა შარავანდით. კომპოზიციურად იგი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან და ოდნავ ზევით არის გამოსახული. მას შეიძლება ხელში ეჭიროს წიგნი, რომელზეც ბერძნული ასოები ალფა და ომეგაა გამოსახული. ზოგჯერ იგი ფეხებით ეყრდნობა ცის გლობუსს. ქრისტეს თავზე ჰაერში მტრედი ლივლივებს. | კლასიკური სამების გამოსახულება პირველად XII საუკუნის ჩრდილოეთ იტალიელი მხატვრების ნაწარმოებებში გაჩნდა. მამა ღმერთი გამოსახავდნენ მოხუცის სახით, შესაძლოა, გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით, ზოგჯერ სამკუთხა შარავანდით. კომპოზიციურად იგი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან და ოდნავ ზევით არის გამოსახული. მას შეიძლება ხელში ეჭიროს წიგნი, რომელზეც ბერძნული ასოები ალფა და ომეგაა გამოსახული. ზოგჯერ იგი ფეხებით ეყრდნობა ცის გლობუსს. ქრისტეს თავზე ჰაერში მტრედი ლივლივებს. | ||
====ფრესკის აღწერა==== | ====ფრესკის აღწერა==== | ||
| − | მასიური თაღის ქვეშ წმინდა სამების ფიგურების გამოსახვისას მაზაჩო არ არღვევს რენესანსის დროინდელი მხატვრების ტრადიციას და მამა ღმერთს გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით გამოსახავს. მაზაჩოს ფრესკაზე მამა ღმერთი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან, ფეხზე დგას და გაშლილი ხელებით ჯვარს ეხება. ქტისტეს თავზე კი მტრედის სახით სულიწმინდაა გამოსახული. | + | მასიური თაღის ქვეშ წმინდა სამების ფიგურების გამოსახვისას მაზაჩო არ არღვევს რენესანსის დროინდელი მხატვრების ტრადიციას და მამა ღმერთს გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით გამოსახავს. მაზაჩოს ფრესკაზე მამა ღმერთი [[ჯვარი|ჯვარზე]] გაკრული ქრისტეს უკან, ფეხზე დგას და გაშლილი ხელებით ჯვარს ეხება. ქტისტეს თავზე კი მტრედის სახით სულიწმინდაა გამოსახული. |
| − | ჯვარცმული ქრისტეს ორივე მხარეს ღვთისმშობლისა და მოციქულ იოანეს ფიგურებია გამოსახული, წმინდანთა სივრცის გარეთ კი ორი მუხლმოყრილი დონატორისა. | + | ჯვარცმული ქრისტეს ორივე მხარეს ღვთისმშობლისა და [[იოანე ღვთისმეტყველი|მოციქულ იოანეს]] ფიგურებია გამოსახული, წმინდანთა სივრცის გარეთ კი ორი მუხლმოყრილი დონატორისა. |
| − | ფრესკის ქვედა ნაწილში ვხედავთ ადამის აკლდამას წარწერით: „მე ვიყავი ისეთი, როგორიც თქვენ ხართ და თქვენც გახდებით ისეთი, როგორიც მე ვარ“ ამგვარად ადამის ჩონჩხი მიგვანიშნებს სიკვდილის გარდაუვლობაზე, ხოლო სამება ადამიანთა სულის გადარჩენის იმედს სახავს. | + | ფრესკის ქვედა ნაწილში ვხედავთ [[ადამი|ადამის]] აკლდამას წარწერით: „მე ვიყავი ისეთი, როგორიც თქვენ ხართ და თქვენც გახდებით ისეთი, როგორიც მე ვარ“ ამგვარად ადამის ჩონჩხი მიგვანიშნებს სიკვდილის გარდაუვლობაზე, ხოლო სამება ადამიანთა სულის გადარჩენის იმედს სახავს. |
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ მაზაჩო ფრესკას 28 დღე ხატავდა (სწორედ ამდენჯერ იქნა დასველებული ეკლესიაში კედლის ბათქაში). ყველაზე დიდი დრო მხატვარმა ფიგურების სახეების შექმნას დაუთმო. | როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ მაზაჩო ფრესკას 28 დღე ხატავდა (სწორედ ამდენჯერ იქნა დასველებული ეკლესიაში კედლის ბათქაში). ყველაზე დიდი დრო მხატვარმა ფიგურების სახეების შექმნას დაუთმო. | ||
| ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
* Художественная галерея.54/2005 мазаччо | * Художественная галерея.54/2005 мазаччо | ||
* словари и энциклопедии на академике | * словари и энциклопедии на академике | ||
| − | [[კატეგორია:ფრესკები]] [[კატეგორია:აღორძინების პერიოდის ფრესკები]] | + | [[კატეგორია:ფრესკები]] |
| + | [[კატეგორია:აღორძინების პერიოდის ფრესკები]] | ||
[[კატეგორია:მაზაჩო]] | [[კატეგორია:მაზაჩო]] | ||
11:16, 22 აგვისტო 2018-ის ვერსია
სამება - სანტა მარია ნოველის ეკლესიაში (ფლორენცია) იტალიელი მხატვრის, მაზაჩოს მიერ შესრულებული ფრესკა. 667х317 სმ. (1426-28წ.)
მაზაჩოს ფრესკა „სამება“ ფერწერის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომლის კომპოზიციაშიც მხატვარმა ხაზობრივი პერსპექტივის კანონები გამოიყენა და სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია შექმნა.
ფრესკის არქიტექტურული ჩარჩო ბრუნელესკის ძლიერ ზეგავლენას განიცდის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ბრუნელესკი თავად იღებდა მონაწილეობას ფრესკის შექმნაში.
სამების სახეები ფერწერაში
ქრისტიანული დოგმატის მიხედვით ღმერთი თავისი არსით ერთია, თუმცა, სამსახოვანია (სამპიროვანი) - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. სამების დოგმატის ფორმულირება მოხდა არიანელობის მიმდევრებთან კამათის პერიოდშიმ ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე 325 წელს. ერთიანი ღმერთის სამპიროვნების თეორია დაასაბუთა ავგუსტინემ თავის ტრაქტატში „De Trinitate“ (ლათ. - „სამების შესახებ“).
ადრეული შუა საუკუნეების რელიგიურ ხელოვნებაში მამა ღმერთის სახეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. რაც იმით აიხსნება, რომ ეკლესია კრძლავდა სამების პირველი პირის გამოსახვას, ღმერთი უჩინარი და შეუცნობელი იყო.
იმ პერიოდში სამებას გამოსახავდნენ იდეოგრამის საშუალებით - მაგალითად, სამი შეერთებული წრის ან სამყურის სახით. ასეთი ფიგურები იმდროინდელი ეკლესიის ვიტრაჟებზე გვხვდება.
იშვიათად გვხვდება სამებას გამოსახულება რომლის მიხევით იესო ქრისტე მამა ღმერთის მარჯვნივ ზის. სამების პირველ და მეორე პირებს სამეფო სამოსელი აცვიათ და გვერდიგვერდ სხედან. მამა ღმერთს ხელში უჭირავს სკიპტრა და შესაძლოა ფეხებით სფეროს ეყრდნობოდეს. მათ შორის ჰაერში მტრედი ლივლივებს.
სამების კიდევ ერთი, ნაკლებად გავრცელებული ვარიანტი გვხვდება XV საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერაში. მამა ღმერთი ზის ტახტზე და ხელით ქრისტეს უსულო სხეული უჭირავს.
კლასიკური სამების გამოსახულება პირველად XII საუკუნის ჩრდილოეთ იტალიელი მხატვრების ნაწარმოებებში გაჩნდა. მამა ღმერთი გამოსახავდნენ მოხუცის სახით, შესაძლოა, გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით, ზოგჯერ სამკუთხა შარავანდით. კომპოზიციურად იგი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან და ოდნავ ზევით არის გამოსახული. მას შეიძლება ხელში ეჭიროს წიგნი, რომელზეც ბერძნული ასოები ალფა და ომეგაა გამოსახული. ზოგჯერ იგი ფეხებით ეყრდნობა ცის გლობუსს. ქრისტეს თავზე ჰაერში მტრედი ლივლივებს.
ფრესკის აღწერა
მასიური თაღის ქვეშ წმინდა სამების ფიგურების გამოსახვისას მაზაჩო არ არღვევს რენესანსის დროინდელი მხატვრების ტრადიციას და მამა ღმერთს გრძელი წვერითა და პატრიარქალური იერით გამოსახავს. მაზაჩოს ფრესკაზე მამა ღმერთი ჯვარზე გაკრული ქრისტეს უკან, ფეხზე დგას და გაშლილი ხელებით ჯვარს ეხება. ქტისტეს თავზე კი მტრედის სახით სულიწმინდაა გამოსახული.
ჯვარცმული ქრისტეს ორივე მხარეს ღვთისმშობლისა და მოციქულ იოანეს ფიგურებია გამოსახული, წმინდანთა სივრცის გარეთ კი ორი მუხლმოყრილი დონატორისა.
ფრესკის ქვედა ნაწილში ვხედავთ ადამის აკლდამას წარწერით: „მე ვიყავი ისეთი, როგორიც თქვენ ხართ და თქვენც გახდებით ისეთი, როგორიც მე ვარ“ ამგვარად ადამის ჩონჩხი მიგვანიშნებს სიკვდილის გარდაუვლობაზე, ხოლო სამება ადამიანთა სულის გადარჩენის იმედს სახავს.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ მაზაჩო ფრესკას 28 დღე ხატავდა (სწორედ ამდენჯერ იქნა დასველებული ეკლესიაში კედლის ბათქაში). ყველაზე დიდი დრო მხატვარმა ფიგურების სახეების შექმნას დაუთმო.
ჯორჯო ვაზარი თავის წიგნში მაზაჩოს ფრესკის „ცილინდრული“ თაღის აღწერისას აღფრთოვანებას ვერ მალავს. მხატვარი პერსპექტივას თაღში ჩახატული კვადრატების საშუალებით ქმნის, რომელიც სიღრმეში სულ უფრო და უფრო მცირდება. საოცარია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით სამასი წლის მანძილზე მაზაჩოს ამ ნახატს ვაზარის მიერ შესრულებული საკურთხევლის გამოსახულება ფარავდა.
წყარო
- Художественная галерея.54/2005 мазаччо
- словари и энциклопедии на академике