ზარატუსტრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზარათუშთრა''' – ძველ ირანში ზოროასტრული სარწმუნოების დამაა...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
14:57, 10 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ზარათუშთრა – ძველ ირანში ზოროასტრული სარწმუნოების დამაარსებელი, რომლის წარმოშობა და ცხოვრება მითოსურ სამოსელშია გამოხვეული. ერთ დილას ოცდაათი წლის ანუ სიბრძნის ასაკს მიღწეული ზარათუშთრა ჰაომის დასამზადებელი წყლის ამოსაღებად შუაგულ მდინარეში შევიდა. როცა ბადიით წყალი გამოჰქონდა, ნაპირზე გაზაფხულის დილის ჰაერში ერთ-ერთი ამეშა სპენტა – სხივოსანი ვოჰუ მანა („კეთილი ფიქრი“) გამოეცხადა, რომელმაც მიიყვანა იგი აჰურამაზდასთან და სხვა ხუთ ამეშა სპენტასთან და აჰურამაზდას სარწმუნოებას აზიარა. აქ, მათი ბრწყინვალების გამო თავისი ჩრდილი ვეღარ დაინახა, რაც მის ცხოვრებაში საფუძვლიანი გარდატეხის, სულიერი ფერისცვალების ნიშანი იყო.