ალკოჰოლით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაცია]] | [[კატეგორია:ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაცია]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ადიქტოლოგია]] |
15:08, 23 აგვისტო 2018-ის ვერსია
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები - (F1x7), (Psuchotic disorder, residual and lateonest, alcohol or drug-indused) – ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კოგნიტიური ფუნქციების, ემოციების, პიროვნებისა და ქცევის მყარი ცვლილებები, რომლებიც გრძელდება იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალო ზემოქმედებას. დსკ 10-ში ტერმინი შესულია იმ მიზნით, რომ ასახული იყოს მოვლენები, რომლებიც უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო როგორც „ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები რეზიდუალური და ნარჩენი დასაწყისით, განპირობებული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით“.
დსკ 10-ში ეს კატეგორია (F1x7) მოიცავს:
- ალკოჰოლურ დემენციას, დამატებითი განმარტებების გარეშე;
- ქრონიკული ალკოჰოლური ტვინის სინდრომს;
- დემენციას და კოგნიტიური ფუნქციების სხვა მყარ, უფრო მსუბუქ დარღვევებს;
- „ფლეშბეკს“;
- ჰალუცინოგენების მიღებით გამოწვეულ დარღვევებს;
- რეზიდუალურ აფექტურ დარღვევებს;
- პიროვნებისა და ქცევის რეზიდუალურ დარღვევებს.