ბზოუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბზოუ''' ''(აფხ. Бзоу)'' – ნართულ გადმოცემათა მთავარი პერსონაჟის, [[...) |
მიმდინარე ცვლილება 13:16, 30 აგვისტო 2018 მდგომარეობით
ბზოუ (აფხ. Бзоу) – ნართულ გადმოცემათა მთავარი პერსონაჟის, სასრიყვას, ცხენი (სხვა ვარიანტებით სასრიყვას ცხენის სახელებია ალოუ, თაკუზია, თხვაზია, გჲამიდა), რომელიც მისი დაბადებისთანავე იბადება და რომლის სიკვდილის შემდეგ გმირიც კვდება. ბზოუ გიგანტური ზომის ცხენია, იკვებება გამდნარი ფოლადით და შეუძლია ადამიანის ენაზე ლაპარაკი; არის წინასწარმეტყველი და თავისი პატრონის ერთგული მრჩეველი.
ბზოუსთან ტიპოლოგიურად ახლო დგას ადიღეური თხოჟია და ოსური არფანი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.