აძთიხრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ა-ძთჷხრა''' ''(აფხ. Аӡҭыхра; აძჷ – „წყალი“, ა-თჷხრა – „ამოღება“)'' – მ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:24, 31 აგვისტო 2018 მდგომარეობით

ა-ძთჷხრა (აფხ. Аӡҭыхра; აძჷ – „წყალი“, ა-თჷხრა – „ამოღება“) – მდინარიდან წყლის ამოღებისა და წყალთა უფალის („ძიძლანი“) სახელზე ლოცვის წესი, რომელსაც ჩვილი ბავშვის ციების დროს მიმართავდნენ.

ავადმყოფი მიჰყავდათ მდინარესთან, სადაც ბებიაქალი წყლის დედას ბავშვის შეწყალებას და „გაშვებას“, ე.ი. ციებისაგან განთავისუფლებას შესთხოვდა. ამასთან იგი სპილენძის თასით იღებდა წყალს, შიგ მდინარის სამ კენჭს ჩაყრიდა და სახლში დაბრუნებისთანავე ამ წყლით ბავშვს დაბანდა, კენჭებს კი შეინახავდა. რამდენიმე დღეში კვლავ მიდიოდნენ მდინარესთან, კლავდნენ ვარიას, რომლის სისხლს მდინარეში ღვრიდნენ; ბებიაქალი ზემოაღნიშნულ კენჭებს კვლავ მდინარეში ყრიდა და ძიძლანს ბავშვის შეწყალებას შესთხოვდა შემდეგი ტექსტით: „წყალთა დიდო მბრძანებელო, გაუშვი ის და გაანთავისუფლე ავადმყოფობისაგან“. თვლიდნენ, რომ მხოლოდ ძიძლანს შეეძლო ბავშვის ციებისაგან განკურნება.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები