ეანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეანა''' – ''(შუამდ.)'' „სახლი ანისა“ ან „სახლი ციური“, შუმერულ-ბა...) |
19:12, 17 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ეანა – (შუამდ.) „სახლი ანისა“ ან „სახლი ციური“, შუმერულ-ბაბილონელი ქალღმერთის ინანა იშთარის ტაძარი ურუქში.
ხშირად იხსენიება შუამდინარულ ეპიურ თქმულებებში და მითოსში. გილგამეშის ეპოსში შექებულია, როგორც „ბრწყინვალე ბეღლებიანი“. ერთ შუმერულ ტექსტში ეანა ამგვარად არის დახასიათებული: „ეანა, ტაძარი, ციდან ჩამოშვებული, რომლის ნაწილები ღმერთებმა შექმნეს; დიდი კედელი, ღრუბლებს მიბჯენილი მაღალი სადგომი, ანის დაფუძნებული“.