ილუმინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
'''ილუმინატები''' -(ლათ.Illuminati) [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საწყის პერიოდში ტერმინით „ნათელმოსილნი“, „მონათლულნი“, „ნათელღებულნი“ აღნიშნავდნენ ახალმონათლულებს, რადგანაც ისინი [[ქრისტე|ქრისტეს]] ნათელს იღებდნენ ნათლობით (ბერძ. photisménoi). შემდგომში ასე ეწოდებოდათ [[ეზოთერიზმი|ეზოტერიკულ]] გაერთიანებებს პირებისა, რომლებიც ღმერთთან მათი მისტიკური კავშირიდან გამომდინარე გასხივოსნებით მოცულებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთები იყვნენ თავისუფალი სულის დები და ძმები [[პროტესტანტობა|პროტესტანტებთან]] და ესპანელი „alumbrados“ [[კათოლიკობა|კათოლიკეთა]] შორის. ინკვიზიცია დევნიდა როგორც ამ უკანასკნელთ, ისე იტალიელ კვიეტისტებს, რადგანაც ისინი საკუთარი შეუცდომლობის აღიარების პრეტენზიას აცხადებდნენ და განმარტავდნენ, რომ მათი ზნეობრივად უმართებულო საქციელი [[ღმერთი|ღმრთის]] მიერ იყო ნებადართული, როგორც [[ეშმაკი|ეშმაკის]] არსებობის დამადასტურებელი საბუთი.  
 
1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი [[რელიგია|რელიგიის]] ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო – რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.
+
1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი [[რელიგია|რელიგიის]] ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო – რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი [[პიროვნება]], მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.
  
11:07, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია

ადამ ვაისჰაუპტი

ილუმინატები -(ლათ.Illuminati) ქრისტიანობის საწყის პერიოდში ტერმინით „ნათელმოსილნი“, „მონათლულნი“, „ნათელღებულნი“ აღნიშნავდნენ ახალმონათლულებს, რადგანაც ისინი ქრისტეს ნათელს იღებდნენ ნათლობით (ბერძ. photisménoi). შემდგომში ასე ეწოდებოდათ ეზოტერიკულ გაერთიანებებს პირებისა, რომლებიც ღმერთთან მათი მისტიკური კავშირიდან გამომდინარე გასხივოსნებით მოცულებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთები იყვნენ თავისუფალი სულის დები და ძმები პროტესტანტებთან და ესპანელი „alumbrados“ კათოლიკეთა შორის. ინკვიზიცია დევნიდა როგორც ამ უკანასკნელთ, ისე იტალიელ კვიეტისტებს, რადგანაც ისინი საკუთარი შეუცდომლობის აღიარების პრეტენზიას აცხადებდნენ და განმარტავდნენ, რომ მათი ზნეობრივად უმართებულო საქციელი ღმრთის მიერ იყო ნებადართული, როგორც ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი საბუთი.

1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი რელიგიის ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო – რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.

წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები