შეძენილი აფაზია ეპილეფსიით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სინდრომი ლანდაუ-კლეფნერის“ გადაიტანა გვერდზე „[[შეძენილი აფაზი...)
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
 
[[კატეგორია:აფაზია]]
 
[[კატეგორია:აფაზია]]
 
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:სინდრომები]]

14:14, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია

შეძენილი აფაზია ეპილეფსიით - (ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი) - (F80.3), (acquird aphasia with epilepsy (Landau-Kleffner syndrome), აშლილობა, როდესაც ბავშვი, რომელსაც აქამდე მეტყველება ნორმალურად უვითარდებოდა, კარგავს, როგორც რეცეპციული, ასევე ექსპრესიული მეტყველების ჩვევებს, მაგრამ ინტელექტის დაზიანების გარეშე.

ამ დაავადების დასაწყისს თან სდევს პაროქსიზმული აქტივობა ეეგ-ს დონეზე და, ხშირ შემთხვევაში, ეპილეფსიური შეტევები. ჩვეულებრივ, დაავადება იწყება 3-დან 7 წლამდე და უნარ-ჩვევების დაკარგვა ხდება რამდენიმე დღეში ან კვირაში. შეტევების დაწყებასა და მეტყველების დაკარგვას შორის დროში შესაძლოა სხვაობაც იყოს – ერთი შეიძლება წინ უძღოდეს მეორეს (ნებისმიერი თანმიმდევრობით) და ამ მოვლენებს ზოგჯერ დროის გარკვეული პერიოდი ყოფს – თვიდან ერთ წლამდე. კლინიკური თავისებურებანი შეიძლება მიუთითებდნენ ანთებითი ენცეფალური პროცესის ეტიოლოგიაზე.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები