ბნაგვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბნაგვ-ი''' ''(აბაზ. БнагIв)'' – ტყის კაცი აბაზურ მითოლოგიაში. ადამი...) |
13:19, 18 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ბნაგვ-ი (აბაზ. БнагIв) – ტყის კაცი აბაზურ მითოლოგიაში. ადამიანის მსგავს დიდი ზომის ბნაგვს მთელი სხეული ჯაგრისმაგვარი ბალნით აქვს დაფარული, მკერდს კი ცულისებური წვერწამახული ძვალი უმშვენებს, რომლითაც ადამიანს აწვება და მის მოკვლას ცდილობს; ცხოვრობს ტყეში, მიწისქვეშ, ფლობს უთვალავ განძს; უყვარს ადამიანის გამოჯავრება, იმეორებს მის ყველა ქმედებას. ფიზიკურად ძალზე ძლიერი ბნაგვი გონებასუსტი და გულუბრყვილოა, ამიტომ მონადირე ადვილად ატყუებს, კლავს და ეუფლება მის ქონებას.
ლიტერატურა
- Тугов В. Б. Память и мудрость веков. Фольклор абазин: Жанры, темы, образы, поэтика. Карачаевск, 2002;
- Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.