ამქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
[[ფაილი:Amqari2013-24.jpg|thumb|300პქ]]
 
[[ფაილი:Amqari2013-24.jpg|thumb|300პქ]]
 
[[ფაილი:Amqris droSa.jpg|thumb|ამქრის დროშა]]
 
[[ფაილი:Amqris droSa.jpg|thumb|ამქრის დროშა]]
ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება. სიტყვა „ჰამქარ“ მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=21065 კორპორაციას] ეწოდებოდა [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1524 „თაბუნი“], XVII-XVIII სს. - „ასნაფი“, ხოლო XIX საუკუნიდან „ამქარმა“ მოიკიდა ფეხი.
+
'''ამქარი''' - ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება.  
 +
 
 +
სიტყვა „ჰამქარ“ მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=21065 კორპორაციას] ეწოდებოდა [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1524 „თაბუნი“], XVII-XVIII სს. - „ასნაფი“, ხოლო XIX საუკუნიდან „ამქარმა“ მოიკიდა ფეხი.
  
ხელოსანთა გაერთიანებანი [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4367 საქართველოში] დასტურდება VI ს. ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლის მიხედვით როგორიცაა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, უცხოური ასნაფის დამკვიდრებამდე, ხელოსნური გაერთიანების აღმნიშვნელად საქართველოში იხმარებოდა „ოფიკალი“, ხოლო მასზე ადრე „მუშათუხუცესი“, „ხელოსანთა მომგე“ და „ზედამდგომელი“, რომლებთაც სხვადასხვა სახის მოქმედება ევალებოდათ „საქმის მოქმედთა“, ანუ „მუშაკთა“ მიმართ. საკუთარი ამქრული გაერთიანებანი ჰქონდათ: [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=2021 კალატოზებს], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1160 დერციკებს], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=5779 ჭონებს], [[ხარაზი|ხარაზებს]], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1865 მეთულუხჩეებს], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=424 ბაზაზებს], მეუნაგრეებს, [[მეთუნუქე|მეთუნუქეებს]], მეპურეებს, [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=6053 ხუროებს], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1245 დურგლებს], მეთუნეებს, [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=3082 მჭედლებს], [[ოქრომჭედელი|ოქრომჭედლებს]], მეაგურეებს, თერძებს, მესპილენძეებს და სხვათა.  
 
15:37, 27 სექტემბერი 2016-ის ვერსია

Amqari.jpg
Amqari2013-24.jpg
ამქრის დროშა

ამქარი - ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება.

სიტყვა „ჰამქარ“ მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ კორპორაციას ეწოდებოდა „თაბუნი“, XVII-XVIII სს. - „ასნაფი“, ხოლო XIX საუკუნიდან „ამქარმა“ მოიკიდა ფეხი.

ხელოსანთა გაერთიანებანი საქართველოში დასტურდება VI ს. ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლის მიხედვით როგორიცაა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, უცხოური ასნაფის დამკვიდრებამდე, ხელოსნური გაერთიანების აღმნიშვნელად საქართველოში იხმარებოდა „ოფიკალი“, ხოლო მასზე ადრე „მუშათუხუცესი“, „ხელოსანთა მომგე“ და „ზედამდგომელი“, რომლებთაც სხვადასხვა სახის მოქმედება ევალებოდათ „საქმის მოქმედთა“, ანუ „მუშაკთა“ მიმართ. საკუთარი ამქრული გაერთიანებანი ჰქონდათ: კალატოზებს, დერციკებს, ჭონებს, ხარაზებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს, მეუნაგრეებს, მეთუნუქეებს, მეპურეებს, ხუროებს, დურგლებს, მეთუნეებს, მჭედლებს, ოქრომჭედლებს, მეაგურეებს, თერძებს, მესპილენძეებს და სხვათა.

ამქრის სრულუფლებიანი წევრი იყო მხოლოდ ოსტატი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელოსნო იარაღები და ნედლეული. იგი იყო მწარმოებელი და ვაჭარ-გამყიდველიც. ამქრის არაწევრს ეკრძალებოდა ქალაქის ფარგლებში მუშაობა. ამქარს სათავეში ედგა უსტაბაში (ოსტატთა თავი), ხოლო მისი მოადგილე იყო აღსაჰყალი. ამქრის უსტაბაშს ირჩევდა და წესდებას ამტკიცებდა ამქრის საერთო კრება. ამქრის წოდებრივი ორგანიზაცია სამსაფეხურიანი იყო: ოსტატი, ქარგალი, შეგირდი. ოსტატი როგორც მუშა და მასწავლებელი თავის ხელოსნურ გამოცდილებას შეასწავლიდა შეგირდს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ იწყებდა ქარგლობას ანუ ნაწილობრივ დამოუკიდებელ მუშაობას, ხელობის სრული დაუფლების შემდეგ იგი ოსტატისაგან დამტკიცდებოდა. თავისი მასწავლებლისაგან მიიღებდა ერთ ხელ სახელოსნო იარაღებს და ამის შემდეგ სრულუფლებიან ოსტატად ითვლებოდა.

თითოეულ ამქრულ ორგანიზაციას გააჩნდა თავისი ფირი და დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ამ ხელობათა მფარველი ღვთაებანი. ამქარს ჰქონდა საკუთარი საერთო ხაზინა, საიდანაც ფული გაიცემოდა ამქრის თითოეული ხელმოკლე და გაჭირვებაში ჩავარდნილი წევრის სასარგებლოდ.

ამქრული ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, ქართული მასალების სიჭარბე მნიშვნელოვანი საბუთია იმის დასამტკიცებლად, რომ ამქრული ორგანიზაციები საქართველოში - ქართულ ნიადაგზეა წარმოშობილი და თავის მძლავრ განვითარებას X-XI ს-ში მიაღწია.

ლიტერატურა

პ. გუგუშვილი, ამქრული ორგანიზაციები, ქსე ტ.1. 1975. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983. ე. ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები