დანაშაულის ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დანაშაულის ბოდვა''' - დანაშაულის ბოდვა ყველაზე უფრო ხშირად...) |
11:04, 27 სექტემბერი 2018-ის ვერსია
დანაშაულის ბოდვა - დანაშაულის ბოდვა ყველაზე უფრო ხშირად დეპრესიული დაავადებების დროს გვხვდება და ამიტომ მას ზოგჯერ დეპრესიულ ბოდვას უწოდებენ. ასეთი ბოდვის ტიპიური თემებია: ის მცირედი უკანონობა, რომელიც პაციენტმა წარსულში ჩაიდინა, მომავალში გამოაშკარავდება და მას სახელს გაუტეხს; ან პაციენტის ცოდვებისთვის მისი ოჯახის წევრები დაისჯებიან.