პირველადი ბოდვა
(ახალი გვერდი: '''პირველადი ბოდვა''' - პირველადი ანუ ავტოქტონური ბოდვა ყოველ...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ბოდვის ტიპები]] | [[კატეგორია:ბოდვის ტიპები]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები]] | ||
16:45, 27 სექტემბერი 2018-ის ვერსია
პირველადი ბოდვა - პირველადი ანუ ავტოქტონური ბოდვა ყოველგვარი წინმსწრები ფსიქიკური მოვლენის გარეშე, უეცრად და სრული დარწმუნებულობით იჩენს თავს. მაგ., შიზოფრენიით დაავადებულმა პაციენტმა შეიძლება უეცრად, ყოველგვარი წინმსწრები მიზეზისა და ფიქრების გარეშე, ირწმუნოს, რომ მას სქესი შეეცვალა. პირველადი ბოდვა ყოველთვის აზრების გაჩენით არ იწყება. ზოგჯერ პირველადი გამოცდილება შეიძლება ბოდვითი გუნებ-განწყობა ან ბოდვითი აღქმა იყოს, რადგანაც პაციენტს უჭირს ასეთი უჩვეულო და უსიამოვნო ფსიქიკური მოვლენის ზუსტი თანმიმდევრობის დამახსოვრება, ხშირად ძნელია დარწმუნებით ითქვას, თუ რომელი გამოცდილება იჩენს თავს პირველად. პირველად ბოდვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიზოფრენიის დიაგნოსტირებისას და ის მხოლოდ მაშინ უნდა დაფიქსირდეს წერილობით, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია მისი არსებობის დადასტურება.