ადიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:SaoqromWedlo iaraRebi.jpg|thumb|600პქ|საოქრომჭედლო იარაღების ტიპური ნიმუშ...) |
12:26, 29 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ადიდა / ჰადიდა - საოქრომჭედლო ხელსაწყო, მავთულის გასაწვრილებელი ბრტყელი ლითონის ნაჭერი, რომელიც დახვრეტილია სხვადასხვა ზომაზე. ნახვრეტები მიყოლებით თანდათან იზრდება. ყველაზე დიდი ზომის ნახვრეტში ატარებენ მსხვილ მავთულს. შემდეგ თანდათანობით უფრო მომცროებში „გაწურავენ“ და იღებენ ნებისმიერი სისქის მავთულს. მავთულის გამოზიდვა ნახვრეტებიდან ხდებოდა ბრტყელპირიანი გაზის მეშვეობით.
ლიტერატურა
ლ. სოსელია, მესხეთის ოქრომჭედლობის შესწავლისათვის, კრებ. მესხეთ-ჯავახეთი, 1979. ე.ნ.