ამირჩქარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამირჩქარი''' - ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა ...) |
16:49, 11 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
ამირჩქარი - ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა უფროსი. როდესაც ამირსპასალარი თავისი თანამშრომლებითურთ სალაშქრო საქმეს „იურვოდა“, აჩუხჩი, ამირჩქარი და მერემეთუხუცესი (იხ. მერემე), წესის თანახმად, წინ მიდიოდნენ. ამირჩქარს ევალებოდა მეფის დაცვა და შიკრიკების ხელმძღვანელობა (მათი გაგზავნა, მიღება და ა.შ.).
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012. [კატეგორია:წოდებები და თანამდებობები]]