არგნოსანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არგნოსანი''' - მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ა...) |
11:17, 19 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
არგნოსანი - მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საპოლიციო ხასიათის ფუნქციებს. არგანი (საბჯენი ჯოხი) მისი სამოხელეო ნიშანი იყო. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ არგნოსანს ხელჯოხიანს ან ხელარგნოსანს უწოდებდნენ.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.