აპაგოგე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აპაგოგე''' - (άπαγωγή) სიტყვასიტყვით „წათრევა“ შესაფერის მაგის...)

13:59, 24 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

აპაგოგე - (άπαγωγή) სიტყვასიტყვით „წათრევა“ შესაფერის მაგისტრატთან. საჯარო ბრალდების - გრაფეს ერთ-ერთი სახეობა. ბრალმდებელი საქმეს იწყებდა იმით, რომ აკავებდა ბრალდებულს და მას შესაფერის მაგისტრატს გადასცემდა, ჩვეულებრივ ე.წ. თერთმეტს. მყისიერად დაკავება ნებადართული იყო კრიმინალთა გარკვეული კატეგორიის მიმართ, როგორებიც იყვნენ ქურდები და ის პირები, რომლებიც ამეტებდნენ მათთვის მინიჭებულ უფლებებს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებდა თავის დანაშაულს მაგისტრატის წინაშე, ის მაშინვე სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ თუ ის განაცხადებდა, რომ იყო უდანაშაულო, მის მიმართ საქმეს აღძრავდნენ.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები