ანქისტეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანქისტეა (άγχιστεία)''' - ფართო კომლი. ნათესაური ჯგუფი, რომელიც მ...) |
12:40, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
ანქისტეა (άγχιστεία) - ფართო კომლი. ნათესაური ჯგუფი, რომელიც მოიცავდა ნათესაურ კავშირებს გარე ბიძაშვილების ჩათვლით. ათენში ანქისტეა საოჯახო კანონმდებლობის ბაზისს წარმოადგენდა. მას ასევე συγγενεϊς-ი ეწოდებოდა. თუ ანქისტეის წევრს მოკლავდნენ, დევნას ამ ჯგუფის უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავი ახორციელებდა. მემკვიდრეობის სადავო შემთხვევებში, მემკვიდრეობაზე პრეტენზია ანქისტეაში შემავალ უახლოეს მამრ ნათესავს ჰქონდა. მამის მხრიდან ნათესავებს დედის მხრიდან ნათესავებზე ენიჭებოდათ უპირატესობა.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.