აპოფასისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:სამართალწარმოება]] | [[კატეგორია:სამართალწარმოება]] | ||
[[კატეგორია:სამართლებრივი ტერმინები]] | [[კატეგორია:სამართლებრივი ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საჯარო უსაფრთხოება]] |
14:11, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
აპოფასისი (άπόφασις) - სიტყვასიტყვით „ჩვენება, განცხადება“. პროცედურა, რომელიც ძვ. წ. IV ს-ის შუა წწ-ში იქნა შემოღებული. სახალხო კრების მოწოდებით ან საკუთარი ინიციატივით, არეოპაგი უფლებამოსილი იყო შეესწავლა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც საჯარო უსაფრთხოებას ეხებოდა და წარედგინა განცხადება (აპოფასისი) სახალხო კრებისათვის. ამ განცხადებაში იგი სახალხო კრებას კონკრეტული საქმიანობის რეკომენდაციას აძლევდა, ასე მაგალითად, დასახელებული პირის სამართლებრივი დევნისაკენ მოუწოდებდა.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.