ადროგაცია
(ახალი გვერდი: '''ადროგაცია (adrogatio)''' - შვილად აყვანის ფორმა, რომლის მიხედვითაც ს...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ადროგაცია (adrogatio)''' - შვილად აყვანის ფორმა, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანი პირი (sui iuris) მთელ თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად გადადიოდა შვილად ამყვანის ხელში. უძველესი კანონმდებლობის მიხედვით, ადროგაცია უნდა მოეწვია | + | '''ადროგაცია (adrogatio)''' - შვილად აყვანის ფორმა ძველ რომში, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანი პირი (sui iuris) მთელ თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად გადადიოდა შვილად ამყვანის ხელში. უძველესი კანონმდებლობის მიხედვით, ადროგაცია უნდა მოეწვია პონტიფექსების კოლეგიას (collegium pontificum) და საზეიმოდ შესრულებულიყო კურიის კომიციებში (comitia curiata) პონტიფექსების ხელმძღვანელობით. შვილად აყვანილს თანხმობა უნდა განეცხადებინა შვილად აყვანაზე, რის შემდეგაც ხალხს უნდა განეცხადებინა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით (auctoritas populi). ნაშვილები საზეიმოდ უარს ამბობდა თავის ყოფილ ოჯახზე (detestatio sacrorum). ამ [[რიტუალი|რიტუალის]] ჩატარების შემდეგ მასში მონაწილე ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა. შვილად ამყვანი ყველა უფლებას ფლობდა ნაშვილებზე, თუმცა მისი ვალების, მათი არსებობის შეთხვევაში, ანულირება ხდებოდა. ადროგაცია ვრცელდებოდა ქალებზეც. ამასთან მოგვიანებით თვითონ ქალსაც შეეძლო მოეპოვებინა ადროგაციის უფლება. დროთა განმავლობაში გამარტივდა ადროგაციის პროცედურა. კომიციების მაგივრად საკმარისი იყო შვილად აყვანა 30 ლიქტორის თანდასწრებით ჩატარებულიყო. |
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| ხაზი 13: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ძველი რომი]] | [[კატეგორია:ძველი რომი]] | ||
[[კატეგორია:შვილად აყვანის სამართალი]] | [[კატეგორია:შვილად აყვანის სამართალი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ძველი რომის სამართალი]] |
16:13, 8 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ადროგაცია (adrogatio) - შვილად აყვანის ფორმა ძველ რომში, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანი პირი (sui iuris) მთელ თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად გადადიოდა შვილად ამყვანის ხელში. უძველესი კანონმდებლობის მიხედვით, ადროგაცია უნდა მოეწვია პონტიფექსების კოლეგიას (collegium pontificum) და საზეიმოდ შესრულებულიყო კურიის კომიციებში (comitia curiata) პონტიფექსების ხელმძღვანელობით. შვილად აყვანილს თანხმობა უნდა განეცხადებინა შვილად აყვანაზე, რის შემდეგაც ხალხს უნდა განეცხადებინა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით (auctoritas populi). ნაშვილები საზეიმოდ უარს ამბობდა თავის ყოფილ ოჯახზე (detestatio sacrorum). ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ მასში მონაწილე ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა. შვილად ამყვანი ყველა უფლებას ფლობდა ნაშვილებზე, თუმცა მისი ვალების, მათი არსებობის შეთხვევაში, ანულირება ხდებოდა. ადროგაცია ვრცელდებოდა ქალებზეც. ამასთან მოგვიანებით თვითონ ქალსაც შეეძლო მოეპოვებინა ადროგაციის უფლება. დროთა განმავლობაში გამარტივდა ადროგაციის პროცედურა. კომიციების მაგივრად საკმარისი იყო შვილად აყვანა 30 ლიქტორის თანდასწრებით ჩატარებულიყო.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი2012