ადროგაცია
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:იურიდიული ტერმინები]] | [[კატეგორია:იურიდიული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომის სამართალი]] | [[კატეგორია:ძველი რომის სამართალი]] | ||
| + | [[კატეგორია:ლათინური ტერმინები]] | ||
16:16, 8 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ადროგაცია (adrogatio) - შვილად აყვანის ფორმა ძველ რომში, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანი პირი (sui iuris) მთელ თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად გადადიოდა შვილად ამყვანის ხელში. უძველესი კანონმდებლობის მიხედვით, ადროგაცია უნდა მოეწვია პონტიფექსების კოლეგიას (collegium pontificum) და საზეიმოდ შესრულებულიყო კურიის კომიციებში (comitia curiata) პონტიფექსების ხელმძღვანელობით. შვილად აყვანილს თანხმობა უნდა განეცხადებინა შვილად აყვანაზე, რის შემდეგაც ხალხს უნდა განეცხადებინა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით (auctoritas populi). ნაშვილები საზეიმოდ უარს ამბობდა თავის ყოფილ ოჯახზე (detestatio sacrorum). ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ მასში მონაწილე ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა. შვილად ამყვანი ყველა უფლებას ფლობდა ნაშვილებზე, თუმცა მისი ვალების, მათი არსებობის შეთხვევაში, ანულირება ხდებოდა. ადროგაცია ვრცელდებოდა ქალებზეც. ამასთან მოგვიანებით თვითონ ქალსაც შეეძლო მოეპოვებინა ადროგაციის უფლება. დროთა განმავლობაში გამარტივდა ადროგაციის პროცედურა. კომიციების მაგივრად საკმარისი იყო შვილად აყვანა 30 ლიქტორის თანდასწრებით ჩატარებულიყო.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი2012