დოპუნიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დოპუნჷხა''' (''აფხ. Допуныха'') — ოჩამჩირის რაიონის სოფ. დოპუაქითშ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:24, 9 ნოემბერი 2018 მდგომარეობით

დოპუნჷხა (აფხ. Допуныха) — ოჩამჩირის რაიონის სოფ. დოპუაქითში მცხოვრები დოპუას გვარის მფარველი ხატი, რომლის კულტი ამავე რაიონის სოფ. აძიუბჟას მთელ მოსახლეობაში იყო გავრცელებული. დოპუნიხას საბრძანისად მიჩნეული იყო აბაშის რაიონის სოფ. სუჯუნა, რის გამო მას შვჯჷნ-ნიხასაც უწოდებდნენ. ამავე ხატს დოპუათა ცოლები, რამდენადაც ქმრის საგვარეულო სალოცავის სახელის ხსენება ეკრძალებოდათ, „ჟვარაკის“ (შდრ. ქართ. „ზვარაკი“) ეძახდნენ. დოპუნიხას სახელზე აძიუბჟელები და დოპუაქითელები ყველიერის კვირას ლოცულობდნენ და სპეციალურად გამომცხვარ რიტუალურ პურთან ერთად მუჭა მარილსა და ცვილის სანთელს სწირავდნენ. ლოცვის შემდეგ დოპუას გვარიდან ასაკით უფროსი მამაკაცი ყველა ოჯახს შემოივლიდა და მარილსა და სანთელს წამოიღებდა.

როგორც ჩანს, დოპუნიხა სუჯუნის წმ. გიორგის ხატს უკავშირდება და, შესაძლოა, დოპუათა ძირიხატს წარმოადგენს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960; Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები