დორაისხეველი
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | ||
| − | + | ||
| − | + | [[კატეგორია:რწმენა-წარმოდგენები]] | |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თუშური რწმენა-წარმოდგენები]] |
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:სულები]] | [[კატეგორია:სულები]] | ||
[[კატეგორია:ავი სულები]] | [[კატეგორია:ავი სულები]] | ||
[[კატეგორია:დემონები]] | [[კატეგორია:დემონები]] | ||
15:44, 9 ნოემბერი 2018-ის ვერსია
დორაისხეველი (თუშ.) – ხიბალ-კუდიანთა უფროსი, მანათობელი ავსული, ეშმაკ-ქაჯების საქმეთა განმწესრიგებელი „მათთვის ბედ-ყისმათის მწერელი“, განძის მცველი თუშური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; არის გოლიათური აღნაგობის, შავნაბდიანი დემონი, შუბლზე საცრისოდენა „წითელი თქანთქალა“ თვალით; მკვიდრობს დორაის ხეობაში; დადის თეთრ ჯორზე შემჯდარი. მისი გამოჩენა ხიბალ-კუდიანთა აქტიურობის, არევის ჟამს ხდება. როცა ხიბალ-კუდიანები ადამიანის დაშინებას, მის „დატომებას“ (ჭკუიდან შეშლას) ვერ ახერხებენ, დასახმარებლად თავიანთ ხელმძღვანელს უხმობენ; ეს უკანასკნელი ცდილობს შეაშინოს, გააცინოს ან სიტყვა დააცდევინოს; ეტყვის: „აბარკული ჩაბარკული, აქ შუაში რაღა კრული“, თან ხელს ბარკლებზე აუსვამს და დაუსვამს, შემდეგ ფეხებს შორის ამოუსვამს; თუ რაიმე ათქმევინა გააგიჟებს და ტყვედ წაიყვანს, თუ არადა დაწყევლის; მისი წყევლა კი აუცილებლად ახდება.
ლიტერატურა
- გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 67-78;
- ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთაინეთში. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998, გვ. 21, 40-42, 48-53.