ანალები
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | '''დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო''' (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, | + | '''დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო''' (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012. |
| − | 2012. | + | |
მიმდინარე ცვლილება 14:52, 12 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
ანალები (Annales) - წლიური ჩანაწერები, ქრონიკა.
ძველ რომში უძველესი პერიოდიდან ქურუმები ღირსშესანიშნავი მოვლენების აღწერას აწარმოებდნენ. ამ მოვალეობას ასრულებდნენ პონტიფექსები (Pontifices), განსაკუთრებით მთავარი ქურუმი (Pontifex maximus). ამიტომ ამ ყოველწლიურ ჩანაწერებს ეწოდებოდა პონტიფექსთა ანალები (Annales Pontificum). უმაღლესი ქურუმის რეზიდენციის წინ გამოიდგმებოდა ხის დაფები, რომლებზედაც მნიშვნელოვანი მოვლენები (მზის, მთვარის დაბნელება, მოგვიანებით ფასების ზრდა, ომები და ა.შ.) იყო დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ძვ. წ. 130 და 144 წწ-ს შორის ეს ჩანაწერები გადაამუშავეს 80 წიგნად (Annales maximi). ანალებმა ჩაუყარა საფუძველი რომაულ ისტორიოგრაფიას.
[რედაქტირება] წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.