იბერიული ნეკერჩხალი
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] | [[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
16:42, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია
იბერიული ნეკერჩხალი – (Acer ibericum M. Bieb. = Acer monspessulanum subsp. Ibericum [M. Bieb. Ex Willed.] Yalt) ოჯახი: ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae). 8-12 მ სიმაღლის ხეა. ნორჩი ყლორტები მოთეთრო მეჭეჭებით არის მოფენილი. ფოთლები 3-ნაკვთიანია, ტყავისებური, ზედა მხარეზე პრიალა, ქვედაზე მოლეგო. ფოთლის ფირფიტა 3-7 სმ სიგრძისაა და 9-10 სმ სიგანის. ფოთოლი 3-ნაკვთიანია, ნაკვთები ოვალური ან კვერცხისებურია, კიდემთლიანი. ყვავილედი დაკიდებული ფარჩხატი ფარია. იშლება ფოთლების გამოტანის დროს ან უფრო ადრე. ნაყოფის ფრთები თითქმის პარალელურად არის განლაგებული ან მახვილად გადაშლილი. ყვ. IV-V; ნაყ. VII-IX. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცელებულია მეჩხერ, ფართო-ფოთლოვან ტყეებში, ბუჩქნარებში, ქვიან ფერდობებზე. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და მის შემოგარენში – შავი მთის მიდამოებსა და გარე კახეთში, გავრცელებულია ქვემო ქართლსა და თრიალეთში.