კატაბარდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბაიასებრნი]] | [[კატეგორია:ბაიასებრნი]] | ||
17:27, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია
კატაბარდა – (Clematis vitalba L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მაღალი ხვიარა ბუჩქია. მსხვილწიბოიანი, მუხლებში შებუსული ღეროთი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, ხუთფოთოლაკიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია, მოკლეყუნწიანი. თხელი ან ტყავისმაგვარი, კიდეზე მსხვილკბილა. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია ფარისებურ საგველა ყვავილედებში. ყვავილი მოთეთრო-რძისფერია, სქელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ღობეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.