მთის წყალნაწყენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:წყალნაწყენისებრნი]] | [[კატეგორია:წყალნაწყენისებრნი]] | ||
10:41, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია
მთის წყალნაწყენი – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი• თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვებით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძო კვერცხისებურია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.