სურო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:სუროსებრნი]] | [[კატეგორია:სუროსებრნი]] | ||
12:19, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია
სურო – (Hedera helix L.); ოჯახი: სუროსებრნი (Hederaceae). ლიანა ბუჩქია, მიწაზე გართხმული და მცოცავი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები სამკუთხა-კვერცხისებური ფორმისაა, 3-7-ნაკვთიანი. ნაკვთები ისრისებურია, შეფერილობით – მუქი მწვანე, ზედა მხარეზე ზოგჯერ მოხატული ძარღვების შეფერილობის გამო. სანაყოფე ყლორტების ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური ან რომბისებური. ყვავილედი სწორად მდგომი ქოლგაა. გვირგვინი პატარა და მწვანე ფერისაა. ყვ. IX-II; ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებში. კახეთის რეგიონისათვის მეტად დამახასიათებელი მცენარეა, მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.