ქართლის ზამბახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ზამბახისებრნი]] | [[კატეგორია:ზამბახისებრნი]] | ||
13:09, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ქართლის ზამბახი - (Iris carthaliniae Fomin = Iris spuria subsp. Carthaliniae [fomin] B. Mathew); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი ლაჟვარდოვან-ცისფერია, მუქი ლურჯი, ზოგჯერ იისფერი ელფერით, თეთრი, მკრთალი ყვითელი ძარღვებით. ღერო მაღალია, შეფოთლილი, სიგრძით ფოთლებისოდენა ან ქვედა ფოთლებზე გრძელი•ქვედა. ღეროსეული ფოთლები ხეშეშია, ხაზური ან ხმლისებური, ღეროზე გრძელი ან ღეროსოდენა. ყვავილსაფრის ფოთლები წვერზე ამოკვეთილია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ჭაობებში, არხებში, ტენიან მდელოებზე. მცენარის ნახვა შესაძლებელია ყაჯირის მთის მიდამოებსა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. კავკასიის ენდემია.