Reseda Globulosa Fisch
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: რეზედასებრნი]] | [[კატეგორია: რეზედასებრნი]] | ||
12:29, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
Reseda Globulosa Fisch. & C. A. Mey. – ოჯახი: Resedaceae. 10-70 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორად მდგომი ან წამოწეული, მეტ-ნაკლებად დატოტვილი, შიშველი. ფოთლები 3-5 ხაზურ ან ვიწრო-ხაზურ სეგმენტად არის დაყოფილი. ზოგჯერ ქვედა ფოთლები მთლიანია. ყვავილედი 5-30 სმ სიგრძის თავაკია. გვირგვინი თეთრია, მისი ზედა ფურცელი სამად არის დაყოფილი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება ქვიან, ღორღიან ფერდობებზე, კირქვიანებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და ელდარის ველზე. საქართველოში ცნობილია შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.