ბადალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | |||
[[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]] | [[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]] |
14:27, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ბადალი - ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი.
ბადლობის ინსტიტუტი ქართული სამართლის ძეგლებში XIV საუკუნიდან ჩანს. გამოკვეთილად იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. ჯარში თავის ნაცვლად ბადალის წარდგენა შეეძლო სოფლის მღვდელს, ვაჭარს, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგი სხვა ხელობის კაცს.
ბადალს ან ქირაობდნენ, ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი თანხა – „მორიგის საბადლო“ შეჰქონდათ, რომელიც მოლაშქრის თუ ყარაულის დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობის ინსტიტუტი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და სხვა.