ბადალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]] | [[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო ბეგარა]] | ||
14:31, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ბადალი - ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი.
ბადლობის ინსტიტუტი ქართული სამართლის ძეგლებში XIV საუკუნიდან ჩანს. გამოკვეთილად იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. ჯარში თავის ნაცვლად ბადალის წარდგენა შეეძლო სოფლის მღვდელს, ვაჭარს, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგი სხვა ხელობის კაცს.
ბადალს ან ქირაობდნენ, ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი თანხა – „მორიგის საბადლო“ შეჰქონდათ, რომელიც მოლაშქრის თუ ყარაულის დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობის ინსტიტუტი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და სხვა.