სანგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:საფორტიფიკაციო ნაგებობები]] | [[კატეგორია:საფორტიფიკაციო ნაგებობები]] | ||
| − | |||
15:47, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია
სანგარი – ღია ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ტექნიკის და პირადი შემადგენლობის დასაცავად. განასხვავებენ ცეცხლსასროლ, საარტილერიო, სატანკო, საბრძოლო მანქანების, გასაშვები დანადგარების და სხვა სანგარებს.
სანგარი შეიძლება იყოს პერსონალური, ჯგუფური, გათვლისა და ათეულისთვის. მისი სიღრმე განისაზღვრება მსროლელის მდგომარეობით ცეცხლის წარმოების დროს, სამხედრო ტექნიკისთვის – ძირითადი იარაღის ცეცხლის ხაზის სიმაღლით. სანგარის გათხრა წარმოებს სასანგრე ხელსაწყოებით, ხელით, სპეციალური საბრძოლო ტექნიკით და სხვა. შენიღბვა ხდება ადგილმდებარობის გათვალისწინებით.