ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო ორგანიზაციები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო ორგანიზაციები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეუთო]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:20, 20 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) - შეიქმნა 70-იანი წლების დასაწყისში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთო) ბაზაზე. სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფოებისა და მთავრობების 1994 წლის ბუდაპეშტის შეხვედრაზე.
ეუთო აერთიანებს ევროპის, აზიისა და ჩრდილო ამერიკის 55 ქვეყანას.
ეუთო არის მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საკონსულტაციო ორგანო, რომელიც დაფუძნებულია კონსესუსზე.
მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისა და მთავრობების ხელმძღვანელების შეხვედრა, როგორც წესი, ხდება 2 წელიწადში ერთხელ. მასზე განისაზღვრება მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, მიიღება ძირითადი დოკუმენტები.
მნიშვნელობით მეორე ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს ეუთოს მინისტრთა საბჭო. მისი სხდომები (არანაკლებ ერთისა) ტარდება წლის განმავლობაში. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო ორგანოა მუდმივი საბჭო. იგი შედგება მონაწილე სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლებისაგან. ყოველდღიური სხდომები ტარდება ვენაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1991 წელს. მისი სამდივნო განთავსებულია კოპენჰაგენში. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში წარმოებს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლზე, განიარაღებაზე, ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე. ეუთოს ეგიდით ხორციელდება მშვიდობის აღდგენისა და მხარდაჭერის ოპერაციები.