აჰვსა რიმშაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ა-ჰვსა რჷმშაფ-ი''' (''აფხ. Аҳәса рымшаҧ'') — „ქალების აღდგომა“, აღდგ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აჰვსა რიმშაფი“ გადაიტანა გვერდზე „აჰვსა რჷმშაფი“) |
21:30, 24 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ა-ჰვსა რჷმშაფ-ი (აფხ. Аҳәса рымшаҧ) — „ქალების აღდგომა“, აღდგომის მომდევნო კვირა. ეს დღე ეძღვნებოდა გართობებსა და თამაშებს. დილით ადრე, საუზმის შემდეგ, თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრიბებოდა; თამაშებს შორის დოღს ცენტრალური ადგილი ეჭირა, ახალგაზრდები ცეკვა-სიმღერით ერთობოდნენ, იცოდნენ ბურთის თამაში. საამდღისო სადილის მომზადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. აჰვსა-რიმშაფის შემდეგ ხალხი შრომით საქმიანობას უბრუნდებოდა და ორშაბათიდან ყანის სამუშაოებს იწყებდა.
ლიტერატურა
Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.