Allium pseudoflavum Vved
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Allium pseudoflavum Vved. '''Allium pseudoflavum Vved.''' – ოჯახი: ხახვის...) |
15:08, 14 დეკემბერი 2018-ის ვერსია
Allium pseudoflavum Vved. – ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae). ბოლქვი კვერცხისებურია, გარსი – მონაცრისფრო მურა ფერისა, პარალელურძარღვიანი. ღერო 10-25 სმ სიმაღლისაა. ფოთოლი – 4, ძაფისებური, დაღარული. ყვავილედი მეჩხერია და გადაშლილი. ყვავილსაფარი ელიფსურ-ზარისებურია, მისი ფოთლები ყვითელია. მტვრიანას ძაფები 1.5-ჯერ გრძელია ყვავილსაფრის ფოთლებთან შედარებით. ყვ. ნაყ. VI-VIII. გავრცელებულია მშრალ, ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. ცნობილია მთელ აღმოსავლეთ საქართველოში.