Orchis tridenatata Scop
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Orchis tridenatata Scop. '''Orchis tridenatata Scop.''' – ოჯახი: ჯადვა...) |
15:46, 17 დეკემბერი 2018-ის ვერსია
Orchis tridenatata Scop. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, მისი ქვედა ნაწილი 3-6-ფოთლიანია, ღეროს ზედა ნაწილი 2-5 წაწვეტებული ფოთლის მსგავსი ვაგინითაა შემოსილი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, ბლაგვწვერიანი და ძირისკენ შევიწროებული. ყვავილედი მოკლეა, ხშირი, კვერცხისებური ან სფეროსებური. ყვავილები წვრილია, ვარდისფერ-სოსანი; ტუჩი ღია ვარდისფერია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხისებურ-ლანცეტაა და გრძლად წაწვეტებული. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ტყის პირას და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. გვხვდება მთელ საქართველოში.