Sherardia arvensis L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Sherardia arvensis L. '''Sherardia arvensis L.''' - ოჯახი: ენდროსებრ...) |
16:35, 17 დეკემბერი 2018-ის ვერსია
Sherardia arvensis L. - ოჯახი: ენდროსებრნი (Rubiaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-20 სმ. ღერო 4-წახნაგოვანია, ხორკლებიანი, დატოტვილი, წამოწეული. 4-4 ქვედა ფოთლები უკუკვერცხისებურია და განლაგებულია ჩხროებად. 6-6 ზედა ფოთლი კიდეებზე ხორკლებიანია. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია თავაკისებურ ყვავილედებად. გვირგვინი მოვარდისფრო-იასამნისფერია. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე, მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, მინდვრებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.